ნათია მეზვრიშვილი - ავჭალაში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები
ნათია მეზვრიშვილი - ავჭალაში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

ავჭალაში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე, დნმ-ს კვლების აღება მოხდა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

შს მინისტრის მოადგილემ მკვლელობის მოტივთან დაკავშირებულ შეკითხვაზე კომენტარი არ გააკეთა.

ცოლ-ქმარი ავჭალაში, მაღაზიაში გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გამოძიება მომხდარზე 109- ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236- ე(იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.