ნათია მეზვრიშვილი - არასამთავრობოებთან შეხვედრაზე საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონის გადახედვაზე ვისაუბრეთ
ნათია მეზვრიშვილი - არასამთავრობოებთან შეხვედრაზე საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონის გადახედვაზე ვისაუბრეთ

შს მინისტრი ათი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე საპოლიციო კონტროლზე.

„ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, იყო საუბარი საპოლიციო კონტროლზე, საპოლიციო კონტროლის მარეგულირებელი კანონის გადახედვაზე, იყოს საუბარი შსს-ს სტრუქტურულ რეფორმაზე რამდენიმე მიმართულებით, კრიმინალური პოლიციის მიმართულებით, საპატრულო პოლიციის მიმართულებით, სასაზღვრო პოლიციის მიმართულებით, ასევე შევეხეთ ცალკეულ შინაარსობრივ რეფორმებს, საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, კითხვები დაისვა პოეტ ზვიად რატიანის საქმეზეც.

„რატიანის საქმეზე იყო საუბარი, თუმცა ეს არ ყო ერთადერთი საქმე, რომელზეც ვისაუბრეთ. რატიანის საქმის კონტექსტში ვისაუბრეთ სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ამ თემას სიღრმისეულად არ შევხებივართ. რატიანი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ, და მიმდინარეობს გამოძიება სანამ გამოძიება არ დასრულდება ჩვენი მხრიდან ეს იქნება უკანასკნელი კომენტარი ამ თემაზე”- განაცხადა მეზვრიშვილმა