ნათია მეზვრიშვილი - პოლიცია იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ამ ადამიანებს თავს ესხმოდნენ
ნათია მეზვრიშვილი - პოლიცია იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ამ ადამიანებს თავს ესხმოდნენ

საერთო ჯამში ოპერაცია იყო ლეგიტიმური იყო პროპორციული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით, კითხვაზე, ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება.

მისი თქმით, საკითხზე, რომლებიც შესაბამისი პირების მიერ გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებს, ბუნებრივია გადაწყვეტილება იყო მიღებული.

„კონკრეტულ დეტალებს გამოძიება გაარკვევს. გარკვეული სპეციალური საშუალებებზე, სადაც საჭირო იყო შესაბამისი პირების მიერ გადაწყვეტილების მიღება, ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღება მოხდა. რაც შეეხება ტყვიებთან დაკავშირებით და ამ სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებით პოლიციელების მოქმედებას, კიდევ ერთხელ გეუბნებით, პოლიცია იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ამ ადამიანებს თავს ესხმოდნენ. არ ვგულისხმობ კონკრეტულ გადაცდომებს, საერთო ჯამში, ოპერაცია იყო ლეგიტიმური, იყო პროპორციული და საერთო ჯამში, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, რომელი ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ ოპერაციაში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ღონისძიებაში მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას და არავინ სხვა.

„თუმცა კანონით, თუ არსებობს  საჭიროება, სხვებსაც აქვთ ამგვარი უფლებამოსილება, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები მონაწილეობდნენ“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.