ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ ორი მოსწავლის მკველობის საქმეზე სხვა არასრულწლოვნებიც გამოკითხონ
ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ ორი მოსწავლის მკველობის საქმეზე სხვა არასრულწლოვნებიც გამოკითხონ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ 53-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დამატებით სხვა არასრულწლოვნების გამოკითხვაზე დაბარება მოხდეს.

როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე, გარკვეული პირები პასუხისგებაში არიან მიცემულები და მათი ბრალეულობა უკვე გამოკვეთილია.

“ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და არ გამოვრიცხავთ, რომ ამ გამოძიების ფარგლებში დამატებით მოხდეს როგორც სხვა არასრულწლოვნების გამოკითხვაზე დაბარება, ასევე ნებისმიერი იმ პირის დაბარება, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება. გამოძიებასა და იმ საგამოძიებო მოქმედებებს უნდა დაველოდოთ, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. გამორიცხული არაფერია”, – დასძინა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.