ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის დაპირისპირებაზე „მოჭრილი“ კადრები გავრცელდა
ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის დაპირისპირებაზე „მოჭრილი“ კადრები გავრცელდა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა.

როგორც ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, გავრცელებული კადრები მოჭრილია.

„სრული ჩანაწერი დაიდოს! ისე, ქოცების მოჭრილი კადრები რა მშვენიერი იყო“, – წერს ნათია მეზვრიშვილი.