ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, ინფორმაცია მისი გენერალურ პროკურორად დანიშვნის შესახებ რეალობას არ შეესაბამება
ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, ინფორმაცია მისი გენერალურ პროკურორად დანიშვნის შესახებ რეალობას არ შეესაბამება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძეს შეცვლის, რეალობას არ შეესაბამება.

როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე ვერაფერს იტყვის შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში შესაძლო განწესებასთან დაკავშირებით.

„ბატონ შალვასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ვერაფერს გეტყვით. ჩემს საკითხს რაც შეეხება, არ ყოფილა ამ თემაზე საუბარი და გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.