ნათია იოსელიანი - „სამართლიან არჩევნებს“ მოუწევს, წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებით
ნათია იოსელიანი - „სამართლიან არჩევნებს“ მოუწევს, წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებით

ვვარაუდობთ, რომ ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ არ გაითვალისწინა შესწორების ოქმები, რომლებიც გახლავთ შემაჯამებელი ოქმების შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ ცესკო-ს პრსსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ოქმებში ე.წ. დისბალანსებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის აღნიშნული მონაცემები არის აბსოლუტურად გაურკვეველი“.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია ე.წ. დისბლანსებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია გაავრცელეს, როგორც პირველ ნოემბერს, ისე 11 დეკემბერს, მაშინ როდესაც გამოაქვეყნეს პარალელური დათვლის დაზუსტებული მონაცემები. ცენტრალური საარჩვენო კომისიისთვის აღნიშნული მონაცემები არის აბსოლუტურად გაურკვეველი. ეს მონაცემები არის რადიკალურად განსხვავებული საუბნო-საარჩვენო კომისიების, ცესკო-ს მიერ დამუშავებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან. ვვარაუდობთ, რომ ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ არ გაითვალისწინა შესწორების ოქმები, რომლებიც გახლავთ შემაჯამებელი ოქმების შემადგენელი ნაწილი. არაერთი არჩევნებია ისინი წარმოდგენენ სამართლებრივ მექანიზმს შემაჯამებელი ოქმებისას. ცესკო-ს მიერ დამუშავებული და გამოქვეყნებული იქნა მონაცემები, რომლის მიხედვით, ე.წ. დისბალანსი და ბიულეტენების მეტობა არის სულ 19 შემაჯამებელ ოქმში, რაც საქართველოს მასშტაბით გახსნილი უბნების 0, 52 პროცენტია. შესაბამისად, „სამართლიან არჩევნებს“ მოუწევს, წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ამასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს დ ამ ფაქტის შესწავლა და განხილვა“, – განაცხადა იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი