ნათია ბერიძე - სასაცილო და აბსურდულია ბრალდება, რომელსაც დიმიტრი ჩიქოვანი მიყენებს, ცდილობს, თავი დაიცვას, მაგრამ არ გამოუვა, რადგან მილიონი მტკიცებულება არსებობს, რომ ჩემზე იძალადა
ნათია ბერიძე - სასაცილო და აბსურდულია ბრალდება, რომელსაც დიმიტრი ჩიქოვანი მიყენებს, ცდილობს, თავი დაიცვას, მაგრამ არ გამოუვა, რადგან მილიონი მტკიცებულება არსებობს, რომ ჩემზე იძალადა

ჟურნალისტ ნათია ბერიძის განცხადებით, ბრალდება, რომელსაც დიმიტრი ჩიქოვანი და მისი ადვოკატი უყენებენ, იმდენად სასაცილო და აბსურდულია, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

„ამბობს, თითქოს სახლში ვუვარდებოდი მას. კადრებია მტკიცებულება, რომ მე ვიდექი ზურგით და რანაირად შეიძლება, სახლში შევვარდე ზურგით დაკეტილ კარში. არსებობს ფაქტები, რომ, როცა იღება კარი, მე ვმუშაობ და ვწერ ბექა ბასილაიას, მუშაობის პროცესში ვარ, კითხვებს ვუსვამ, ამ დროს კარი იღება და თავში მირტყამს. რანაირად შეიძლება, სახლში ვუვარდებოდე, რა ლოგიკით, რომელი კადრით ამტკიცებს, საიდან მოიტანა საერთოდ, რომ შესაძლებელია ამ აბსურდზე რაიმე ააგოს და რაღაც ფეიკნიუსი გაავრცელოს. რაც შეეხება მეორე ბრალდებას, თითქოს ცრუ დასმენასთან გვქონდა საქმე, ეს კიდევ უარესია. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობენ ესენი, რადგან, რასაც მათი ტელევიზიები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აბრალებენ, თუ ეს ტენდენცია დამკვიდრდა, ცრუ დასმენაზე შეიძლება ადამიანებს ვუჩივლოთ, გაივსება ციხეები მათი მედიების წარმომადგენლებით და მათი ჟურნალისტებით. რა ვიცი, ვფიქრობ, პირდაპირ „ქართული ოცნებაზე“ მუშაობენ ეს ადამიანები“, – განაცხადა ნათია ბერიძემ.

ნათია ბერიძის განმარტებით, აქვს მტკიცებულებები, რომ არსად შეჭარას არ აპირებდა. მისივე თქმით, დიმიტრი ჩიქოვანი ცდილობს, თავი დაიცვას, თუმცა არსებობს მტკიცებულებები, რომ ჩიქოვანმა მასზე იძალადა.

„სისულელეა, ამ საჩივარზე რა უნდა დავაპირო, მაქვს მტკიცებულებები, სამედიცინო დასკვნები, ვიდეომტკიცებულებებიც და არსებობენ მოწმეები, რომ არსად შეჭრას მე არ ვაპირებდი. იმ კადრებში რაც ჩანს, იმით როგორ უნდა დამაბრალო, რომ შეჭრას ვცდილობდი, როდესაც ზურგით ვდგავარ. შესაძლებელია, მანამდე ზარი დავრეკეთ და კარზე ვაკაკუნებდით, თუ ამას ჰქვია შეჭრა, კარი დაკეტილი იყო, რანაირად უნდა შევსულიყავი, გამორიცხულია. მუშაობის პროცესში ვიდექი, კარი იღება და თავში მხვდება, რა მომენტში შევდიოდი სახლში? აბსურდული ბრალდებაა. ასე რომ, არაფრის მოლოდინი არ მაქვს, უბრალოდ, ეს არის, ასე ვთქვათ,  ბოლო გაფართხალება, რადგან იცის, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი და ამით ცდილობს, დრო გაწელოს და თავი დაიცვას, მაგრამ არ გამოუვა, რადგან მილიონი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მან ჩემზე იძალადა“, – განაცხადა ნათია ბერიძემ.

დიმიტრი ჩიქოვანმა და თავისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ცრუ დასმენის ფაქტთან დაკავშირებით „პოსტივის“ წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ.