ფოთის სასამართლომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა
ფოთის სასამართლომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა

ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ფოთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო. მან პროკურორის შუამდგონლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, სრულად დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, იგი მიიჩნევს, რომ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

ადვოკატ ჯიტა გულიას თქმით, მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრონლებმა ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ყოფილი სამხედრო დააკავეს. დაზარალებულის თქმით, მან ნათესავზე სექსუალურად იძალადა.

საქმის მასალების მიხედვით, ინციდენტი ერთი წლის წინ მოხდა.

დატოვე კომენტარი