„ნათანზის“ ბირთვულ სადგურზე მომხდარ ინციდენტში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ადანაშაულებს
„ნათანზის“ ბირთვულ სადგურზე მომხდარ ინციდენტში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ადანაშაულებს

„ნათანზის“ ბირთვულ სადგურზე მომხდარ ინციდენტში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ისრაელს ადანაშაულებს.

ირანულ ბირთვულ ობიექტზე ელექტროსისტემის მწყობრიდან გამოყვანის გამო, ირანის ხელისუფლება საპასუხო ზომებით იმუქრება.

„სიონისტებს სურთ შურისძიება სანქციების მოხსნის გზაზე ჩვენი წინსვლის გამო… მათ საჯაროდ თქვეს, რომ ამას არ დაუშვებენ, მაგრამ ჩვენ სიონისტებზე შურს ვიძიებთ“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მანამდე, ირანის ხელისუფლებამ ინციდენტს „ბირთვული ტერორიზმი“ უწოდა. ისრაელის მედიასაშუალებების ინფორმაციით, „ნათანზის“ სადგურზე, სადაც ურანის გამდიდრების პროცესი მიმდინარეობს, თავდასხმა ქვეყნის სადაზვერვო სააგენტო „მოსადმა“ განახორციელა.