ნათან ჩენი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ნათან ჩენი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

მილანში, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების მესამე კომპლექტი გათამაშდა.

კაცებს შორის დომინირებდა პიონჩანგის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, ამერიკელი ნათან ჩენი. მან მოკლე პროგრამის შემდეგ მოიპოვა ლიდერობა, შაბათს კი თავისუფალი პროგრამაც მოიგო.

საბოლოოდ, ჩენმა 219.46 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს, იაპონელ სომა უნოს 40 ქულით მოუგო.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რუსმა მიხაილ კოლიადამ. მას გაუმართლა, რადგან ამერიკელი ვინსენტ ჟოუ თავისუფალი პროგრამისას ოთხჯერ დაეცა და მესამედან მე-13 ადგილამდე დაქვეითდა.

18 წლის ჩენისთვის ეს პირველი დიდი გამარჯვებაა კარიერაში. მილანში არ გამოდიოდა მისი მთავარი კონკურენტი, იაპონელი იუზურუ ჰანიუ, რომელმაც დაკარგა შარშან მოპოვებული ტიტული.