ნატალია საბანაძე - მნიშვნელოვანია ბრიუსელის დეკლარაციაში ჩანაწერი, რომ ევროკავშირი აღიარებს პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს
ნატალია საბანაძე - მნიშვნელოვანია ბრიუსელის დეკლარაციაში ჩანაწერი, რომ ევროკავშირი აღიარებს პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია საკმაოდ რთული და დაძაბული მუშაობის შედეგია როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე პარტნიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიაში ნატალია საბანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ყველა დეკლარაცია არის კომპრომისი, ეს დეკლარაციაც კომპრომოსული დოკუმენტია.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსივე ქვეყანა განსხვავებულია და განსხვავებული ამბიციები აქვთ. ასევე რთული სიტუაციაა ევროკავშირში. ამ ფონზე, ვფიქრობთ, რომ კარგი დეკლარაციაა და კარგი დოკუმენტი მივიღეთ. შენარჩუნებულია ის, რაც საქართველოსთვის იყოს მნიშვნელოვანი. ევროკავშირი აღიარებს პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს. ამის დაფიქსირება მნიშვნელოვანი იყო. ტექსტში ნათქვამია, რომ დაიწყება მოლაპარაკებები სამ ასოცირებულ პარტნიორთან, რომ ვიფიქროთ შემდეგ ეტაპზე. ეს საკმაოდ კარგი გზავნილია. ევროკავშირი აღიარებს ქვეყნის სუვერენულ უფლებას, გააკეთოს არჩევანი და პატივს სცემს ამ არჩევანს“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.