ნატალია გავრილიცა - ბრიუსელში ასოცირების ტრიოს ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის დაგეგმილი სამიტის წინ გაძლიერებულ თანამშრომლობაზე ნაკისრი ვალდებულების დადასტურებაა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ნატალია გავრილიცა წერს, რომ ბრიუსელში ასოცირების ტრიოს ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის დაგეგმილი სამიტის წინ გაძლიერებულ თანამშრომლობაზე ნაკისრი ვალდებულების დადასტურებაა.
„უკრაინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებთან ერთად ასოცირების ტრიოს პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ძალიან კარგად დაიწყო. ასოცირების ტრიოს ვიზიტის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის დაგეგმილი სამიტის წინ გაძლიერებულ თანამშრომლობაზე ნაკისრი ვალდებულების დადასტურებაა“, – წერს ნატალია გავრილიცა.