ნატალი საბანაძე - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონფერენციაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება იმ პანელზე, რომელზეც საუბარი იქნება მომავალზე
ნატალი საბანაძე - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონფერენციაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება იმ პანელზე, რომელზეც საუბარი იქნება მომავალზე

ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ნატალი საბანაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იმ ლიდერების პანელში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალს შეეხება.

„მაღალი დონის კონფერენცია იმართება, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ეძღვნება. ეს არის ლიდერების ორი პანელი. საქართველო წარმოდგენილი იქნება იმ პანელზე, რომელზეც საუბარი იქნება მომავალზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ 10 წელზე და ჩვენი პრემიერ-მინისტრი გაუზიარებს თავის ხედვას, თავის მოლოდინებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ინიციატივა, რათა საქართველო კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს ევროკავშირთან. 2020 წლის შემდეგ რაც იქნება, ამაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა ახლა. მინისტერიალი და კონფერენცია იქნება შეჯამება იმისა, რაც მოხდა აქამდე. მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მომავალზე ახლა დავიწყებთ მუშაობას“, – აღნიშნა ნატალი საბანაძემ.