ნატახტარი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

10:26, 17.02.2021

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ158 (ნატახტარი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი