ნატა ფერაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ბერლინში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
გერმანიაში მყოფი აქტივისტი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ბერლინში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„მოკლედ ასეთი ამბავია: მომივიდა წერილი, რომ ფბ პოსტის გამო ჩემზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აქ, ბერლინში. კი, აქაური კანონმდებლობით თურმე სისხლით განიხილება ფბ შეურაცხყოფები. არ წერია, ვინ შეიტანა სარჩელი, მხოლოდ დრო წერია, როდის გამოქვეყნდა პოსტი და ამით მე კი მივხვდი, ვინც იყო, მაგრამ ველი პასუხს და უკვე დოკუმენტირებულად გამოვდებ სახელს და გვარს.
მანამდე კი ჩემს ვარაუდს გეტყვით: ბერლინში ჩანერგილი საკმაოდ დიდ აუდიტორიიანი ქოცი გარეწარია“, – წერს ნატა ფერაძე.