ნასკალუს კოშკი, ნოჯიხევის ციხე და მისარონფერდის კოშკი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიტანეს
ნასკალუს კოშკი, ნოჯიხევის ციხე და მისარონფერდის კოშკი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიტანეს

ნასკალუს კოშკი, ნოჯიხევის ციხე და მისარონფერდის კოშკი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიტანეს. ამის შესახებ ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

ნასკალუს კოშკი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარეობს და შუა საუკუნეებით თარიღდება.

ასევე შუა საუკუნეებით არის დათარიღებული ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მდებარე ნოჯიხევის ციხე და სოფელ ხამისკურში მდებარე მისარონფერდის კოშკი.

ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ” საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 7 აგვისტოს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

დატოვე კომენტარი