ნასა-ს თანამშრომელი ახალი კორონავირუსით ​დაინფიცირდა
ნასა-ს თანამშრომელი ახალი კორონავირუსით ​დაინფიცირდა

ახალი კორონავირუსით ნასა-ს (NASA) თანამშრომელი დაინფიცირდა. „სიენენის“ (CNN) ინფორმაციით, სილიკონის ველში ნასა-ს „ამეს“-ის საკვლევი ცენტრის თანამშრომლებს, სავალდებულო სატელეკომუნიკაციო სტატუსი მიენიჭათ.

ნასა-ს ადმინისტრატორ ჯიმ ბრიდენსტაინის განცხადებით, ცენტრის თანამშრომლების შემცირება „ამეს“-ის სამედიცინო პერსონალს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, რომ განსაზღვრონ პოტენციური კონტაქტები და შეაფასონ ის ზონები, სადაც დამატებითი დასუფთავებაა საჭირო.

ნასა-ს ცენტრის სამედიცინო პერსონალი დაინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტების დასადგენად მუშაობს.

დატოვე კომენტარი