NASA-ს მარსმავალმა სელფები გამოაგზავნა
NASA-ს მარსმავალმა სელფები გამოაგზავნა

NASA- მარსმავალ Curiosity-ს მიერ გადაღებული სელფები გაასაჯაროვა. ფოტოები კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურ საიტსა და Twitter-ზე გამოქვეყნდა.

გამოსახულება 57 ფოტოსგანაა აწყობილი და გადაღებულია 2016 წლის 19 იანვარს. ფოტოები წითელი პლანეტის ე.წ. „ნამიბის დიუნაზეა“ გადაღებული, საიდანაც მანქანა ქვიშის ნიმუშებს იღებს შემდგომი ანალიზებისათვის; ჩანს ხომალდის ნაკვალევიც.

ნასას მეცნიერები ფოტოგადაღებისთვის მარსმავალის რობოტულ მკლავს იყენებენ, რომლის ბოლოშიც კამერაა დამაგრებული. მკლავი ფოტოზე ნაწილობრივ მოხვდა, რადგან სურათი კომპოზიტურია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მარსმავალმა საკუთარი თავისთვის გადაღებული ფოტოები გამოაგზავნა დედამიწაზე.

2015 წლის ავისტოში Curiosity-მ 92 ფოტოსგან შემდგარი სელფი გადაიღო.