ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზების ფაქტზე დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ
ინტერნეტის საშუალებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზების ფაქტზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
დაკავებულები ადვოკატმა გუშინ მოინახულა, თუმცა მარიკა ფხალაძე არ აკონკრეტებს, როგორია მათი პოზიცია და აპირებენ თუ არა გამოძიებასთან თანამშრომლობას. უფლებადამცველი ჯერ არც საქმის მასალებს იცნობს, გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს ადვოკატს დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ გადასცემენ.
შესაძლოა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლომ დღესვე იმსჯელოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოვლინდა, დაკავებულია ორი პირი.