ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო სხდომაზე სამ ბრალდებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

13:40, 14.05.2018

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო სხდომაზე რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა.

სამ ბრალდებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

სხდომა მალევე განახლდა. ექიმის განმარტებით, მათ დამამშვიდებელი აბები დასჭირდათ.

ბრალდებულების მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული რვა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო მსჯელობს.

მსგავსი