ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი ქორიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს 
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი ქორიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს 

გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს.

როგორც ადვოკატმა სალომე ჯანუაშვილმა პირველ არხს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, დაცვის მხარე ქორიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. როგორც ჯანუაშვილი აცხადებს, 4-ტომიან საქმეში, ჯაბა ხულორდავას ჩვენების გარდა არაფერი დევს.

ბრალდების მხარე კი მძიმე დანაშაულის გათვალისწინებით ქორისძისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც ირინე ჩოჩია აცხადებს, საქმეში ხულორდვას გარდა არის ექმებისა და ექთნების ჩვენებები, რომლებიც ქორიძის ბრალეულობას ადასტურებენ, თუმცა რა წერია ჩვენებაში ამაზე პროკურორი არ საუბრობს.

სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების საკითხი დააყენა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოსამართლე მასალების გაცნობას ვერ მოასწრებდა.

ადვოკატის თქმით, საქმე სასამართლოში დილით შევიდა და მოსამართლე ვერ გაეცნობოდა 1400 გვერდს. ამ შუამდგომლობის ბრალდება არ დაეთანხმა.

დაცვის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს.