ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს
ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ს.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ნ.ი. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი, 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი