ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში სამი პირი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში სამი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ა.ს. და 1995 წელს დაბადებული ზ.ც. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და ორი შეკვრა „მეტადონი“ ამოიღეს. ა.ს.-სა და ზ.ც.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია სამ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „სირეცი“.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული ექვსიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.