ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა თბილისში ნივთმტკიცებად ამოიღეს ნ.მ.-ს მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“. პოლიციამ ნ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.