ნარაზენსა და ინგირში ცენტრალური გზები და ეზოები დაიტბორა
ნარაზენსა და ინგირში ცენტრალური გზები და ეზოები დაიტბორა

უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. ნარაზენსა და ინგირში დაიტბორა ცენტრალური გზები, რუსთაველის ქუჩაზე დაიტბორა ეზოები, სახლებისა და მაღაზიების პირველი სართულები. ადგილებზე უკვე მუშაობენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები.

მოსახლეობის თქმით, წყალსაწრეტმა არხებმა წყლის დიდი რაოდენობა ვერ გაატარა, რამაც დატბორვა გამოიწვია.