ნაქერალის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ნაქერალის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 ნაქერალის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით, ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.