ნაქერალის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნაქერალის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.