ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.