ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა
ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ70 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.