ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14:23, 28.03.2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილი მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი