„ნაპოლის“ მწვრთნელი - სულელი არ ვარ, რომ „ნაპოლის“ კვარაცხელიასა და ოსიმენის კალიბრის მოთამაშეები ჩამოვაშორო #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელი - სულელი არ ვარ, რომ „ნაპოლის“ კვარაცხელიასა და ოსიმენის კალიბრის მოთამაშეები ჩამოვაშორო #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ „სასუოლოსთან“ წარმატებული (6:1) გასვლითი მატჩის შემდეგ გუნდის ლიდერებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა.

„მთავარი ისაა, რომ ოსიმენი და კვარაცხელია ყოველთვის ძალიან ბევრს მუშაობდნენ. რატომ ვცვლიდი წინა შეხვედრებში მათ? მატჩის დროს თუ დავინახე, რომ ფეხბურთელს უჭირს, მირჩევნია, მოედანზე ახალი მოთამაშეები შევუშვა.

ოსიმენი თავის დონეს უბრუნდება, აფრიკის თასის შემდეგ ის საუკეთესო ფორმაში არ იყო. კვარაცხელიას შემთხვევაშიც, დაახლოებით, იგივე ხდებოდა. მან რთული ეტაპები გამოიარა, დღეს კი ბევრ კითხვას პასუხი გასცა.

საერთოდ, კარგად ვიცი, კვარაცხელია და ოსიმენი „ნაპოლისთვის“ რა ძალას წარმოადგენენ. სულელი არ ვარ, რომ გუნდს ასეთი კალიბრის მოთამაშეები ჩამოვაშორო.

ფეხბურთელებს ვარჯიშისა და ერთად ყოფნის სურვილი აქვთ. გასულ კვირაში დავინახე ინტენსივობა და ხარისხი, ეს კი მაიმედებს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიზნები. უნდა ვიბრძოლოთ და შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ.

გუნდი ცოტა ხნის წინ ჩავიბარე, თუმცა უკვე გადავდგით ნაბიჯები წინ. უნდა გავაგრძელოთ გუნდურად მუშაობა და ხვალ უკეთესები ვიქნებით“, – განაცხადა „ნაპოლის“ მწვრთნელმა.