„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გახდა
„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გახდა

იტალიის ვიცე-ჩემპიონმანაპოლიმ” მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. 58 წლის სპეციალისტთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, წლიური ხელფასი 6.5 მილიონი ევროს ოდენობის იქნება.

უფრო ადრე, ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავის “ტვიტერზე” მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის ყოფილ მწვრთნელს მაურიციო სარის, რომელიც, დიდი ალბათობით, კარიერას “ჩელსიში” ან ზენიტში” გააგრძელებს.

სარი “ნაპოლიში” 2015 წლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ორჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის ბოლო სამუშაო ადგილი მიუნხენის “ბაიერნი” იყო, საიდანაც 2017 წლის სექტემბერში გაანთავისუფლეს.