„ნაპოლის“ ფეხბურთელებს ხელფასების განახევრება ემუქრებათ
„ნაპოლის“ ფეხბურთელებს ხელფასების განახევრება ემუქრებათ

„ნაპოლის“ მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი მზად არის გამოიყენოს სერიოზული სანქციები თავისი ფეხბურთელების მიმართ. ამის მიზეზი ისაა, რომ მოთამაშეებმა დაარღვიეს მისი გადაწყვეტილება – ჩაეკეტა გუნდი ბაზაზე ცუდი შედეგების გამო.

დე ლაურენტისი აპირებს თავის ფეხბურთელებს გაუნახევროს ხელფასები, – ამტკიცებს „ტუტოსპორტი“. კლუბის მფლობელმა საქმეში ჩართო იურისტები. აღნიშნავენ, რომ წესების თანახმად, ხელფასის მხოლოდ მეოთხედით შემცირება შეიძლება და დე ლაურენტისი მზად არის სასამართლოს მიმართოს ამ ბარიერის გადასალახად.