„ნაპოლის“ დავიდ ნერეში სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ბრაზილიელმა გარემარბმა, დავიდ ნერეშმა ტრავმა მიიღო და „ნაპოლის“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ ფეხბურთელს კუნთი აქვს დაზიანებული და ის, სავარაუდოდ, ორ-სამ კვირას გამოტოვებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ აღდგენის პროცესი ოპტიმალურად წარიმართა, ნერეში სერია A-ს სეზონის დასკვნით ორ შეხვედრაში შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
მიმდინარე სეზონში ნერეშმა „ნაპოლის“ მაისურით 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან ორი გოლის გატანა მოახერხა და ექვსი საგოლე გადაცემაც შეასრულა.