„ბოლონიის“ ფორვარდმა, ჯოშუა ზირკზემ „ნაპოლის“ ყურადღება მიიპყრო. გამოცემა Football Italia-ს ინფორმაციით, იტალიის მოქმედი ჩემპიონის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა უკვე გამართა მოლაპარაკებები „ბოლონიის“ ხელმძღვანელობასთან, რათა მოამზადოს საფუძველი მომავალი ტრანსფერისთვის.
ბოლონიური კლუბი ნიდერლანდელ ფორვარდს 50 მილიონ ევროდ აფასებს, „ნაპოლის“ კი ზაფხულში საკმარისი თანხა ექნება მის შესაძენად, რადგან, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი.
ზირკზე „ბოლონიაში“ 2022 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 24 მატჩში ცხრა გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემაა.