„ნაპოლიმ“ ჯოვანი სიმეონე გამოისყიდა და მასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ ჯოვანი სიმეონე გამოისყიდა და მასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

„ნაპოლიმ“ არგენტინელი თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე „ვერონადან“ გამოისყიდა და მასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გარდა ამისა, ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომელიც მის ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს, თუ ამაზე მხარეები შეთანხმდებიან.

არგენტინელმა ფეხბურთელმა გასულ წელს „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, მან ცხრა გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

27 წლის სიმეონე კარიერის მანძილზე, „ვერონას“ გარდა, „რივერ პლეიტში“, „ბანფილდში“, „ჯენოაში“, „ფიორენტინასა“ და „კალიარიში“ თამაშობდა.