„ნაპოლი“ ვერნერის შეძენითაა დაინტერესებული

12:29, 03.08.2019

იტალიური „ნაპოლი“ „ლაიფციგის“ თავდამსხმელით, ტიმო ვერნერის შეძენითაა დაინტერესებული. ნეაპოლელები მზად არიან 23 წლის ფორვარდში 70 მილიონი ევრო გადაიხადონ,- იტყობინება „რადიო მარტე“ (Radio Marte).

2018/2019 წლებში ვერნერმა გერმანული კლუბის რიგებში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა.

შეგახსენებთ,რომ ფეხბურთელს კონტრაქტი „ლაიფციგთან“ 2020 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი