იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ იმატებს ფეხბურთელს, რომელიც გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა.
როგორც ჟურნალისტი ლოიკ ტანზი წერს, ნეაპოლელები „სელტას“ ნახევარმცველით, გაბრი ვეიგათი გაძლიერდებიან. ტრანსფერის თანხა 36 მილიონ ევროს შეადგენს. ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები.
გასულ სეზონში 21 წლის ვეიგამ 36 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.