ნაპოლი ეინდჰოვენისა და ვილიარეალის ფეხბურთელებს აკვირდება
ნაპოლი ეინდჰოვენისა და ვილიარეალის ფეხბურთელებს აკვირდება

მექსიკელი თავდამსხმელი ირვინგ ლოსანო ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომლებსაც ნაპოლი ძალიან ყურადღებით აკვირდება. ეს განცხადება იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა. 23 წლის ლოსანო ამჟამად ჰოლანდიურ ეინდჰოვენში თამაშობს და 18 მატჩში უკვე 11 გოლის გატანა მოახერხა. ამის გამო, შესაძლოა ის მალე დრის მერტენსის კვალს გაჰყვეს და ნაპოლის შემადგენლობაში აღმოჩნდეს.

ნაპოლი ასევე ვილარეალის ნახევარმცველ პაბლო ფორნალსის მიმართ იჩენს ინტერესს, თუმცა აქ იტალიურ კლუბს არსენალთან, ფულჰემთან და ვესტ ჰემთან მოუწევს ჭიდილი.

„ფორნალსი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებსაც ვაკვირდებით და არა ერთადერთი. სიაში ასევე არის ლოსანო“, – აცხადებს ანჩელოტი.

მიმდინარე სეზონში, 20 ტურის შემდეგ, ნაპოლი 47 ქულით მეორე ადგილზეა და ცხრა ქულით ჩამორჩება ლიდერ იუვენტუსს.