ნაომი ოსაკა ადიდასის სახე გახდა
ნაომი ოსაკა ადიდასის სახე გახდა

აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი ქალთა ერთეულთა თანრიგში, იაპონელი ნაომი ოსაკა სპორტული ეკიპირების მწარმოებელი გერმანული კომპანია Adidas-ის სახე ხდება, – წერს გაზეთი The Times.

მხარეები კონტრაქტს გააფორმებენ, რომლის მიხედვით, 20 წლის იაპონელი WTA-ის ტურში ყველაზე მსხვილ ხელშეკრულებას მიიღებს და წელიწადში 8.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

Adidas აღნიშნავს, რომ ოსაკას უკვე ჰქონდა მარკეტინგული მომხიბვლელობა აზიაში, მაგრამ აშშ-ის ღიას მოგების შემდეგ, მასზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზარდა.

სხვათა შორის, ნაომის აგენტებმა უფრო ადრე გამოაცხადეს, რომ 13 სექტემბერს ჩოგბურთელი მსხვილი საერთაშორისო საავტომობილო ბრენდის სახე გახდება. გარდა ამისა, გაიზრდება შემოსავლები ჩოგბურთელის მოქმედი პარტნიორებისგან – სპორტული ეკიპირების მწარმოებელი Yonex, საათების მწარმოებელი Citizen, აგრეთვე, კვების პროდუქტების კომპანია Nissin Foods.

ნაომი ოსაკამ აშშ-ის ღიას ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა და პირველად გახდა „დიდი სლემის“ ტურნირების ჩემპიონი.