„ნანტის“ პრეზიდენტი კორონავირუსზე - არალოგიკურია, ფეხბურთელებს ვარჯიშის უფლება რომ არ აქვთ
„ნანტის“ პრეზიდენტი კორონავირუსზე - არალოგიკურია, ფეხბურთელებს ვარჯიშის უფლება რომ არ აქვთ

„ნანტის“ პრეზიდენტმა ვალდემარ კიტამ გამოთქვა მოსაზრება, რომ საფრანგეთში საფეხბურთო სეზონი უნდა განახლდეს.

„მჯერა, რომ დროა, ნორმალური ცხოვრება აღდგეს. ზოგს სამსახურში წასასვლელად დილის ხუთ საათზე ადგომა და მეტროთი მგზავრობა უწევს, 1200 ევრო რომ აიღოს. ამ დროს, მათი უსაფრთხოების რისკი დიდია. ფეხბურთელები კი, რომლებიც ყველა საჭირო ზომით არიან დაცულები, სამსახურში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. რატომ, რადგან მათ პრივილეგიები აქვთ? რატომ ვაძალებ მუშას სამსახურში მისვლას და არა – ფეხბურთელს? ეს არალოგიკურია,” – განაცხადა კიტამ „ლე პარიზიენ“-თან (Le Parisien) ინტერვიუში.

„ნანტის“ პრეზიდენტი უარყოფს ეკონომიკურ პრობლემებს და აცხადებს, რომ გუნდში შესანიშნავი ფინანსური მდგომარეობაა. ამავე დროს, აღნიშნავს, რომ მისი ფეხბურთელები კლუბში დაბრუნებას ელიან.

ვალდემარ კიტა 67 წლის პოლონელი ბიზნესმენია, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს. 1998 წელს მან შვეიცარიული კლუბი „ლოზანა“ შეისყიდა, თუმცა 2001 წელს გაყიდა. საფრანგეთის 8-გზის საფრანგეთის ჩემპიონი „ნანტი“ 2007 წელს დაახლოებით 10 მილიონი ევროდ შეიძინა. იგი 2014 წელს პრესტიჟულმა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლ“-მა (France Football) საფრანგეთის ფეხბურთის საუკეთესო მენეჯერად დაასახელა.