ნანი ბრეგვაძის შემოქმედებით საღამოზე კრის ბოტი დაუკრავს
ნანი ბრეგვაძის შემოქმედებით საღამოზე კრის ბოტი დაუკრავს

“Check in Georgia”-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენას” სცენას  მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა ცნობილი შემსრულებელი თუ ჯგუფი გამოვა, მათ შორის, შედგება ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების კოლაბორაცებიც.

როგორც სიურპრიზი, არენის სტუმრებისთვის -ამის შესახებ, „ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დაანონსებისას, ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

საკონცერტო დარბაზის პროგრამა ასე გამოიყურება:  19 მაისს სეზონს ენიო მორიკონე რომის სიმფონიური ორკესტრისა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად გახსნის, 7 ივლისს სცენა ვახტანგ და ჯანო კახიძეების მუსიკალურ საღამოს დაეთმობა. 28 ივლისს ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რომელზეც სპეციალური სტუმრის სტატუსით გრემის მფლობელი მესაყვირე კრის ბოტი ეწვევა. 4 აგვისტოს კი ცნობილი პიანისტის, გიორგი მიქაძის პროექტი Voisa გაიმართება. 11 აგვისტოს ანსამბლ შვიდკაცას და ამერიკული ვოკალური ჯგუფის, 8 გრემის მფლობელი Take Six-ის ერთობლივი კოლაბორაცია შედგება.16 აგვისტოს ჯგუფი „სახის” და Poetry N Motion-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. 21 აგვისტოს- ნინო ქათამაძის კონცერტი. 28 აგვისტოს -ცნობილი მიუზიკლი “ჩხიკვთა ქორწილი”. 23 სექტემბერს კი, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება.

ასევე, 30 ივნისსა და პირველ ივლისს დაგეგმილია ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტები.

პროექტი „ჩექ ინ ჯორჯია” 2016 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა და იგი მასშტაბურ კულტურული და სპორტული ღონისძიებების ციკლს მოიცავს. პროექტის მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდა და კულტურის ცენტრად ქცევაა.

პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართულია კერძო სექტორიც.