ნანი ბრეგვაძეს და ბუბა კიკაბიძეს კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადაეცემათ

15:07, 24.07.2018

თბილისის მერმა ნანი ბრეგვაძეს და ბუბა კიკაბიძეს იუბილე მიულოცა. კახა კალაძის თქმით, ორივე მათგანს კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელები გადაეცემათ.

„რამდენიმე დღის წინ იუბილე ჰქონდა ყველასთვის დასაფასებელ და საყვარელ ორ ადამიანს, ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს და ბატონ ვახტანგ კიკაბიძეს. მინდა დიდი სიყვარულით მივულოცო ჩვენი თანამშრომლებისგან. მინდა ვუსურვო დღეგრძელობა და ჯანმრთელობა. ასევე, გადავცე ორივე მათგანს სიგელები კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”,-განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი