ნანა შაშიაშვილი - მკვეთრმა ნაბიჯებმა შესაძლოა, იქამდე მიგვიყვანოს, რომ ბაზრიდან წამალი საერთოდ გაგვიქრეს და მისი დეფიციტი შეიქმნას
ნანა შაშიაშვილი - მკვეთრმა ნაბიჯებმა შესაძლოა, იქამდე მიგვიყვანოს, რომ ბაზრიდან წამალი საერთოდ გაგვიქრეს და მისი დეფიციტი შეიქმნას

კოდეინთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებამ მოგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ არც ერთმა იმპორტიორმა აღარ გამოთქვა სურვილი, ქვეყანაში მედიკამენტი შემოეტანა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, ნანა შაშიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამგვარი მკვეთრი ნაბიჯით, შესაძლოა, იქამდე მივიდეთ, რომ ბაზრიდან წამალი საერთოდ გაგვიქრეს და მისი დეფიციტი შეიქმნას. ამ შემთხვევაში, მზად უნდა გვქონდეს სხვა გზა, რომ ეს მედიკამენტები ჩავანაცვლოთ“, – განაცხადა შაშიაშვილმა. 

ამ განცხადებით ნანა შაშიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა უარყოფითი ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს კანონის გამკაცრებამ.

მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების ცვლილება ყოველთვის ხდება.

„როცა ასეთი მედიკამენტები არსებობდა, ჩვენ სხვა მედიკამენტები შევიტანეთ და ამის შანსი ისევ არსებობს. ამ მედიკამენტების გართულებული კონტროლისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცევის შემდეგ, თეორიულად არსებობს ჯგუფები, რომლებიც ამ მედიკამენტებს ჩაანაცვლებს“, – განაცხადა ნანა შაშიაშვილმა.