ნანა შარიქაძე - მნიშვნელოვანი იყო, კონსერვატორიაში მიღება არც ერთ ეტაპზე არ ჩავარდნილიყო და რისკების დაზღვევის გზით წავედით
ნანა შარიქაძე - მნიშვნელოვანი იყო, კონსერვატორიაში მიღება არც ერთ ეტაპზე არ ჩავარდნილიყო და რისკების დაზღვევის გზით წავედით

პიდბადით ვერ იმღერებ და ხელთათმანით ვერ დაუკრავ. ამიტომ, ამ რეგულაციას ვერანაირად ვერ დავიცავდით, მაგრამ დისტანცირების რეჟიმს ვიცავთ, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„კონსერვატორიაში სამი საგამოცდო სესია პარალელურად მიმდინარეობს. ერთი იყო მისაღები ბაკალავრიატში, მეორე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დამამთავრებელი, სახელმწიფო გამოცდები და რამდენიმე დღეში მაგისტრატურის მისაღებ გამოცდებს ვიწყებთ. ჩვენ ვერც ერთი გამოცდის ბედით ვერ გავრისკავდით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მიღება არც ერთ ეტაპზე არ ჩაგვვარდნოდა და რისკების დაზღვევის გზით წავედით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საშემსრულებო ყველა სპეციალობაზე, შემოქმედებით ტურებში მეორე, წერითი ტური მოგვეხსნა“, – განაცხადა შარიქაძემ.

მისი თქმით, წელს აბიტურიენტთა რაოდენობამ მოიმატა და კონსერვატორიამ მთელ რიგ კონკურენტულ სპეციალობებზე საკმაოდ ძლიერი ნაკადი მიიღო.

„წელს ნაკადის საოცარი მატება გვქონდა. ეს შეიძლება, ბევრი რამის გამო მოხდა – ის, რომ საზღვრები ჩაკეტილია და გარკვეული ნაწილი, ვინც ევროპაში წასვლას გეგმავდა, იქ ჩასაბარებლად ვეღარ წავიდა და მთელ რიგ ძალიან კონკურენტულ სპეციალობებზე საკმაოდ ძლიერი ნაკადი მივიღეთ“, – განაცხადა ნანა შარიქაძემ.