ნანა კაკაბაძე - ეკა გიგაურის მოვალეობაა, სულ მცირე თქვას, რომ საზოგადოებრივ მოძრაობაზე ცილისწამება დაუშვებელია
ნანა კაკაბაძე - ეკა გიგაურის მოვალეობაა, სულ მცირე თქვას, რომ საზოგადოებრივ მოძრაობაზე ცილისწამება დაუშვებელია

მოძრაობა „არა ნაციზმს” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. ორგანიზაციის წევრების თქმით, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდება.

მოძრაობის წევრები ამომრჩევლებს მოუწოდებენ, იმ შემთხვევაში, თუ რეგიონებში ტრანსპორტირება სჭირდებათ და ამის რესურსი არ აქვთ, მიმართონ ოფისს და ისინი დახმარებას გაუწევენ.

მოძრაობის „არა ნაციზმს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე „რუსთავი 2-ზე” გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოფისი საკუთარი სახსრებით იქირავეს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოძრაობა „შავი ფულით“ ფინანსდება, სიმართლეს არ შეესაბამება. მოძრაობის წევრები მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯებით დაინტერესებას სთხოვენ.

„საიდან ფიქრობენ, რომ შავი ფულია საჭირო იმისთვის, რომ თვითორგანიზებულმა ძალამ შეძლოს, დაეხმაროს ერთმანეთს, რათა არ მოხდეს და არ დაბრუნდეს ის უბედურება, რაც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. აქვე მინდა გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძოდ, კაპიტან გიგაურს, ეს სახელი მოიპოვა მან ქვეყანაში. როდესაც გიგაური აკეთებს კომენტარს და არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ „რუსთავი2“ ყველანაირი არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე საუბრობს ადამიანთა გაერთიანებაზე საზოგადოებრივ მოძრაობაზე, თითქოს აქ შავი ფული იხარჯება, არის თუ არა გიგაურის მოვალეობა, სულ მცირე თქვას, რომ ასეთი ცილისწამება არის დაუშვებელი დემოკრატიულ და სამართლიან სახელმწიფოში. თუმცა თვითონაც წარმოადგენს მოძალადე ძალის ნაწილს, სწორედ ამიტომაც  არ ისურვა, შეეფასებინა რუსთავის 2-ის ცილისწამება“,-განაცხადა ნანა კაკაბაძემ.