ნანა გოგიჩაშვილი - კორონავირუსის მეორე ტალღა თუ იქნება, მას ნამდვილად მომზადებული შევხვდებით
ნანა გოგიჩაშვილი - კორონავირუსის მეორე ტალღა თუ იქნება, მას ნამდვილად მომზადებული შევხვდებით

სამყაროში აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ მოხდა, ცხოვრება დაპაუზდა, არსებითად გადაფასდა ღირებულებები და დავაფასეთ უმარტივესი ურთიერთობები, ნივთები, საგნები და ა.შ, – ამის შესახებ პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა გოგიჩაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ყველაზე დიდი ცვლილება, რა თქმა უნდა, ადამიანის მენტალობაში მოხდა. შეიცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და აბსოლუტურად გადავედით ონლაინ რეჟიმზე, როგორც უფროსები, ისე პატარები“, – განაცხადა გოგიჩაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეხვდება თუ არა საზოგადოება უფრო მეტად მომზადებული მოსალოდნელ მეორე ტალღას, ნანა გოგიჩაშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტალღა თუ იქნება, მას ნამდვილად მომზადებული შევხვდებით.

„ვთვლი, რომ ეს არ არის მარცხი. ეს არის უსერიოზულესი გამოცდილება ყველა სფეროსთვის, როგორც მედიკოსებისთვის, ისე პედაგოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის და მთლიანად, საზოგადოებისთვის“, – განაცხადა გოგიჩაშვილმა.

მისი თქმით, ცხოვრების ჩვეული წესი რადიკალურად შეიცვალა და ადამიანებს ახალ რეალობასთან შეგუება მენტალურად ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ ქცევითი აქტივობით რისკისგან ვიცავთ თავს და ეს გვამშვიდებს.