სლოვაკეთის კურორტ ვისოკე ტატრიში გაგრძელდა ჭადრაკში ქალებს შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი. გაიმართა მეხუთე ტური და პირველად დაკარგა ქულები აწ უკვე ერთპიროვნულმა ლიდერმა ნანა ძაგნიძემ. ის შავი ფიგურებით დამარცხდა უკრაინელ ანა უშენინასთან.
მეხუთე ტურში ქართველებმა შვიდიდან სამი პარტია მოიგეს, სამი წააგეს და ერთიც ყაიმით დასრულდა:
ანა უშენინა (უკრაინა) – ნანა ძაგნიძე (3) 1-0
მერი არაბიძე (34) – ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) 0-1
გუნაი მამაძადა (აზერბაიჯანი) – ბელა ხოტენაშვილი (7) 1-0
დარია ჩაროჩკინა (რუსეთი) – ლელა ჯავახიშვილი (15) 0.5-0.5
სალომე მელია (28) – ნატალია კუსენკოვა (ბელარუსი) 1-0
ნინო ბაციაშვილი (2) – ელენა სედინა (იტალია) 1-0
მარია კალიაძიჩი (ბელარუსი) – მირანდა მიქაძე (97) 0-1.
ორი ტურის შემდეგ, ძაგნიძე ოთხი ქულით მესამე-მეათე ადგილებს იყოფს. სამ-სამი ქულა აქვთ ბაციაშვილს, ხოტენაშვილს, ჯავახიშვილს, მელიასა და არაბიძეს. ისინი 29-63 ადგილებს იყოფენ. 2.5 ქულით 69-ე ადგილზეა მირანდა მიქაძე.
სულ ევროპის ჩემპიონატზე 11 ტური გაიმართება.