ნანა ძაგნიძემ მოიგო და მეექვსე ადგილზე გადავიდა
ნანა ძაგნიძემ მოიგო და მეექვსე ადგილზე გადავიდა

სლოვაკეთის კურორტ ვისოკე ტატრიში ​ჭადრაკში ქალებს შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი გაგრძელდა. გაიმართა მეცხრე ტურის პარტიები და ერთ-ერთში გამარჯვება მოიპოვა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ – მან შავი ფიგურებით დაამარცხა უკრაინელი ინა გაპონენკო.

საერთო ჯამში, მეცხრე ტური ქართველი მოჭადრაკეებისთვის არც ისე წარმატებული იყო ორი მოგება, ორი ყაიმი და სამი წაგება.

ინა გაპონენკო (უკრაინა) – ნანა ძაგნიძე (3) 0-1
პოლინა შუვალოვა (რუსეთი) – ლელა ჯავახიშვილი (15) 0.5-0.5
ზოია შლაინინგი (გერმანია) – ნინო ბაციაშვილი (2) 0.5-0.5
ოლგა ბადელკა (ბელარუსი) – ბელა ხოტენაშვილი (7) 1-0
მერი არაბიძე (34) – იოვანა რაპორტი (სერ) 1-0
სალომე მელია (28) – ელენა სემიონოვა (რუსეთი) 0-1
ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი) – მირანდა მიქაძე (97) 1-0

ცხრა ტურის შემდეგ, ძაგნიძეს 6.5 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა. მოქმედი ჩემპიონი ლიდერს 1.5 ქულით ჩამორჩება. 6-6 ქულა აქვთ ჯავახიშვილსა და არაბიძეს, 5.5 – ნინო ბაციაშვილს, 5 – ხოტენაშვილს, 4.5-4.5 – მელიასა და მიქაძეს.